Saturday, June 14, 2014

„ჩემი ცოლის დაქალებზე“ მომუშავე გუნდი პოლიციამ ნარკოლოგიურში გადაიყვანა (ვიდეო)

სოციალურ ქსელ „facebook“-ზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2 ივნისის აქციის 16 მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო სახლში გამართულ „ივენთზე“ აიყვანა და ნარკოლოგიურში შესამოწმებლად გადაიყვანა.
2 ივნისის მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა. როგორც „ნეტგაზეთთან“ საუბარში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი  ლექსო მაჭავარიანი აცხადებდა, დაახლოებით 17:30 საათზე პოლიციის მიერ აყვანილი პირები ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან პოლიციის მანქანებში ჰყავდათ და ელოდებოდნენ შემოწმებაზე გადაყვანას.
„არავინ ჰყავთ ნარკოლოგიურში შეყვანილი, პოლიციის მანქანებში ჰყავთ, აქ არის დაახლოებით 16-მდე გოგონა და ბიჭი, ახალგაზრდები არიან ყველანი, ძირითადად სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებზე“ მომუშავე გუნდია. ჰქონდათ ფართი და კერძო საკუთრებაში შევიდა პოლიცია“, - განუცხადა ლექსო მაჭავარიანმა გამოცემას.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაც აყვანისას პირებს პოლიციამ განუმარტა არის ის, რომ ეჭვი არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე.  "ნეტგაზეთი" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გაერკვია რის საფუძველზე მოხდა კერძო საკუთრებაში შესვლა და 16 პირის ნარკოლოგიურში გადაყვანა, პასუხი მიღებისთანავე "ნეტგაზეთი" ინფორმაციას განაახლებს.

No comments:

Post a Comment