Sunday, June 15, 2014

შემზარავი მკვლელობა თბილისში, ბიძამ 5 წლის დისშვილი მოკლა

თბილისში 35 წლის მამაკაცმა, საკუთარი დისშვილი მოკლა. შემთხვევა მოსკოვის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ  მოხდა. ინცინდენტის დროს სახლში გარდაცვლილი მოზარდის დედაც იმყოფებოდა. 
როგორც "პრესა.ჯი"-ს გარდაცვლილის მეზობლებმა აცნობეს, ბიძამ მოზარდს შანდალი ჩაარტყა, ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.  
 ადგილზე მობილიზებილია როგორც სასწრაფო, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მომხდარის შემდეგ დანით თვითდაზიანებები მიიყენა. სასწრაფომ ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გადაიყვანა, ბავშვი კი პროზექტურაშია გადაყვანილი. 
"პრესა.ჯი" შს სამინისტროს დაუკავშირდა. ჭიკაიძის უწყებაში მოსკოვის გამზირზე მომხდარი, შემზარავი ფაქტი დაადასტურეს.
"საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გარდაცვლილის ექსპერტიზა ჩაუტარდება. ეჭვმიტანილი კი ფსიქიატრიულ შემოწმებას გაივლის",- აცხადებენ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გულისამაჩუყებელი ამბავი – როგორ აუსრულა მამამ ოცნება დამბლადაცემულ გოგონას

4 წლის იზაბელა ლაკეტს დაბადებიდან ცერებრალური დამბლა აქვს. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად დგომა, მით უმეტეს, სიარული. ფეხები განუვითარებელი აქვს და იძულებულია, ეტლით გადაადგილდეს. მაგრამ როცა მისი საყვარელი დეიდა გათხოვდა, პაწიას ძალიან უნდოდა, ფერია ყოფილიყო და პატარძლის წინ ყვავილების ფურცლები მიმოეფანტა. 
მოსიყვარულე მამამ მიაგნო საშუალებას, თუ როგორ უნდა აეხდინა ოცნება ბავშვისთვის.
რამდენიმე ხნის წინ ამერიკაში გამოიგონეს სპეციალური ჟილეტი Upsee, რომელიც უკვე ბევრ ბავშვს დაეხმარა სიარულში. ჟილეტი გოგონას კაბაში ჩააკერეს, მერე კი სპეციალური ქამრის მეშვეობით მამამ მიიმაგრა... 
ამ საოცარი აღმოჩენის წყალობით იზაბელამ საკურთხევლამდე მიაცილა დეიდა და როგორც მერე ამბობდა, ნამდვილ კონკიად იგრძნო თავი. "ასე ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ", - თვალებზე ცრემლმომდგარმა თქვა პაწია გოგონამ.



სტუდენტები აივნიდან სექსის დროს გადავარდნენ...

ლონდონში, საცხოვრებელ კომპლექს Knights Tower-ის აივნიდან სტუდენტები - 18 წლის მექსიკელი მიგელ რამოსი და 19 წლის რუსი ანასტასია ტუტიკი გადმოცვივდნენ.

სტუდენტები აივანზე სექსით იყვნენ დაკავებულნი, როგორც ჩანს, წონასწორობა ვერ შეინარჩუნეს და 18 მეტრი სიმაღლიდან გადავარდნენ. სტუდენტები წვეულებაზე გამოცდების ჩაბარებას აღნიშნავდნენ. ისინი 
ადგილზევე გარდაიცვალნენ. მიგელი მექსიკელი პოლიტიკოსის ვაჟია. როგორც თვითმხილველები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, ძლიერი დარტყმის ხმა გაიგონეს.

"მათ აივანზე სცადეს სექსი. ბიჭმა გოგონა ასწია და მოაჯირზე შემოსვა. მოულოდნელად დავინახე, რომ გადმოცვივდნენ, ყველამ განწირული ყვირილი ავტეხეთ", - აცხადებს 32 წლის სამსონ ოგუნტაიო, რომელიც მეზობლად ცხოვრობს.

როგორც სამსონი ამბობს, მაშინვე შემთხვევის ადგილზე გაიქცა, თუმცა, ორივე უკვე გარდაცვლილი იყო.

ბრაზილიაში მეძავების მატჩი გაიმართა

ბრაზილიელმა მეძავებმა ევანგელისტურ-ქრისტიანული საზოგადოების წევრებთან ერთად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ფეხბურთი ითამაშეს. მეძავების საფეხბურთო გუნდი ქალაქ ბელუ-ორიზონტში ადგილობრივ საუნივერსიტეტო გუნდს დაუპირისპირდა. 

მატჩი სექსუალური მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების მხარდასაჭერად იყო ორგანიზაბული. მეძავების გუნდმა სახელად "შიშველი" დაირქვა, თუმცა ტრადიციული ბრაზილიური ნაკრების 
საფეხბურთო ფორმებით ითამაშეს. 

"წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. არ უნდა განგვასხვაონ სხვა დანარჩენი მოქალაქეებისგან მხოლოდ იმიტომ, რომ სექსმომსახურების სფეროში ვსაქმიანობთ", - განაცხადა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, პატრიცია ბონგესმა. 

ბრაზილიელი მეძავები დიდი ხანია დისკრიმინაციაზე საუბრობენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, იგივე დამოკიდებულება იქონიოს მათი პროფესიის მიმართ, როგორიც სხვების მიმართ აქვს. 

ბრაზილიელი მეძავები დიდი ხანია მათთვის საპენსიო პროგრამის ამოქმედებას ითხოვენ. 


მე ჩავაბარებ, მზად ვარ, 4 დღე და მორჩა, ვსიო" - რატომ მოიკლა თავი მე-12 კლასელმა გოგონამ?

20 მაისს, თბილისში, ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონში, დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე საშინელი შეკივლების ხმა გაისმა. იმის მიუხედავად, რომ კოკისპირულად წვიმდა, კორპუსის მაცხოვრებლები გარეთ გაცვივდნენ და შემზარავი სურათის თვითმხილველები გახდნენ. მათ კორპუსთან ახალგაზრდა გოგონა პირქვე დამხობილი, უსიცოცხლოდ ეგდო. პირაღმა გადმოაბრუნეს, ვარდნისგან სახე იმდენად დასახიჩრებული ჰქონდა, ამოცნობა გაუჭირდათ, მერეღა მიხვდნენ, რომ გოგონა მათი მეზობელი, 17 წლის მირანდა მშვენიერაძე იყო.

მირანდა პირველ სართულზე ცხოვრობდა დედასთან, ძმასთან და რძალთან ერთად. მამა გარდაცვლილი ჰყავს. დედა შვილს მზრუნველობას არ აკლებდა. იმ საბედისწერო დღეს მირანდა დედას სკოლაში ეგონა . მე-12 კლასში სწავლობდა, გამოცდებისთვის ემზადებოდა და რამდენიმე დღეში მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა. "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე 20 მაისს ასეთი წარწერაც დატოვა: "მე ჩავაბარებ, მზად ვარ, 4 დღე და მორჩა, ვსიო".

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული, თუმცა გამოძიებას ჯერ მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა შეყვარებულთან ნაჩხუბარი იყო, თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ მის ახლობლებს. მირანდას შეყვარებული გამოძიებამ უკვე დაკითხა. იგი დაკრძალვაზეც იყო, როგორც ამბობენ, მომხდარს ძალიან განიცდის და ორჯერ გულიც წაუვიდა.

გოგონას დედამ უმძიმესი სტრესის გამო ჩვენთან საუბარი ვერ შეძლო, ამიტომ მისი კლასის დამრიგებელს, ქალბატონ ლილიანა გიორგობიანს ვესაუბრეთ.

- იმ დღეს პრეტესტი ჰქონდათ ბავშვებს და სკოლაში უნდა მოსულიყო მირანდა. "მე ჩავაბარებ", ეს სტატუსი დადო ფეისბუკის გვერდზე და სახლიდან გამოვიდა.

მეხუთე კლასიდან ვიყავი მათი დამრიგებელი. სულ ჩემს ხელში გაიზარდა. ყველაფერი გულთან მიჰქონდა, ემოციური ბავშვი იყო, ძალიან მოკედლებული იყო ჩემზე, სულ მეხუტებოდა და მოფერებით კატას ვეძახდი. არ დამავიწყდება, როგორი ბედნიერი იყო ბოლო ზარზე. მასწ, თქვენ ჩემს მაისურზე არ დაგიწერიათო, მოვიდა ღიმილით და მეც წარწერა გავუკეთე. მთელ გვერდზე დამიწერია ჩემი მისდამი სურვილები.

ბავშვები ძალიან განიცდიან მომხდარს და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 
ბანკეტი არ გადაეხადათ. ისე, ყველანი ემზადებოდნენ ამ დღისთვის, სამოსი ნაყიდი ჰქონდათ. მირანდასაც შერჩეული ჰქონდა კაბა. ამბობდა, გრძელი ლურჯი კაბა უნდა ჩავიცვაო. გრძელი თმები მომბეზრდა და ლამაზი ვარცხნილობა უნდა გავიკეთოო.

-როგორც ვიცი საატესტატო გამოცდები არ ჰქონდა ჩაბარებული, გამოცდების ხომ არ ეშინოდა?

- არ ჰქონდა იმის პრობლემა, რომ ატესტატი აეღო. იმის საშუალება ოჯახს არ ჰქონდა, რომ რეპეტიტორებთან ევლო, მაგრამ შრომისმოყვარე ბავშვი იყო და მშვენივრად სწავლობდა. დედამისმა მარტო გაზარდა და არაფერს აკლებდა. სიდუხჭირის მიუხედავად, არც საბანკეტო კაბის პრობლემა ჰქონდა და არც არაფრის. 

საარჩევნო უბანზე მისულ ალექსანდრე ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა

გურამიშვილის გამზირზე მდებარე N42 საარჩევნო უბანზე მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა, რის გამოც, მან საკუთარი არჩევანი 1 საათით გვიან დააფიქსირა.
ჭიკაიძეს არჩევანი 10.30 წუთზე უნდა დაეფიქსირებინა, თუმცა აღნიშნული ფაქტის გამო, არჩევანი მან 11.30 საათზე დააფიქსირა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე ალექსანდრე ჭიკაიძემ ღიმილით უპასუხა.

მაილი საირუსმა სელფშოთი ტანსაცმლის გარეშე გადაიღო

მაილი საირუსმა სელფშოთი ტანსაცმლის გარეშე გადაიღო