Sunday, June 15, 2014

შემზარავი მკვლელობა თბილისში, ბიძამ 5 წლის დისშვილი მოკლა

თბილისში 35 წლის მამაკაცმა, საკუთარი დისშვილი მოკლა. შემთხვევა მოსკოვის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ  მოხდა. ინცინდენტის დროს სახლში გარდაცვლილი მოზარდის დედაც იმყოფებოდა. 
როგორც "პრესა.ჯი"-ს გარდაცვლილის მეზობლებმა აცნობეს, ბიძამ მოზარდს შანდალი ჩაარტყა, ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.  
 ადგილზე მობილიზებილია როგორც სასწრაფო, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მომხდარის შემდეგ დანით თვითდაზიანებები მიიყენა. სასწრაფომ ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გადაიყვანა, ბავშვი კი პროზექტურაშია გადაყვანილი. 
"პრესა.ჯი" შს სამინისტროს დაუკავშირდა. ჭიკაიძის უწყებაში მოსკოვის გამზირზე მომხდარი, შემზარავი ფაქტი დაადასტურეს.
"საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გარდაცვლილის ექსპერტიზა ჩაუტარდება. ეჭვმიტანილი კი ფსიქიატრიულ შემოწმებას გაივლის",- აცხადებენ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გულისამაჩუყებელი ამბავი – როგორ აუსრულა მამამ ოცნება დამბლადაცემულ გოგონას

4 წლის იზაბელა ლაკეტს დაბადებიდან ცერებრალური დამბლა აქვს. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად დგომა, მით უმეტეს, სიარული. ფეხები განუვითარებელი აქვს და იძულებულია, ეტლით გადაადგილდეს. მაგრამ როცა მისი საყვარელი დეიდა გათხოვდა, პაწიას ძალიან უნდოდა, ფერია ყოფილიყო და პატარძლის წინ ყვავილების ფურცლები მიმოეფანტა. 
მოსიყვარულე მამამ მიაგნო საშუალებას, თუ როგორ უნდა აეხდინა ოცნება ბავშვისთვის.
რამდენიმე ხნის წინ ამერიკაში გამოიგონეს სპეციალური ჟილეტი Upsee, რომელიც უკვე ბევრ ბავშვს დაეხმარა სიარულში. ჟილეტი გოგონას კაბაში ჩააკერეს, მერე კი სპეციალური ქამრის მეშვეობით მამამ მიიმაგრა... 
ამ საოცარი აღმოჩენის წყალობით იზაბელამ საკურთხევლამდე მიაცილა დეიდა და როგორც მერე ამბობდა, ნამდვილ კონკიად იგრძნო თავი. "ასე ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ", - თვალებზე ცრემლმომდგარმა თქვა პაწია გოგონამ.



სტუდენტები აივნიდან სექსის დროს გადავარდნენ...

ლონდონში, საცხოვრებელ კომპლექს Knights Tower-ის აივნიდან სტუდენტები - 18 წლის მექსიკელი მიგელ რამოსი და 19 წლის რუსი ანასტასია ტუტიკი გადმოცვივდნენ.

სტუდენტები აივანზე სექსით იყვნენ დაკავებულნი, როგორც ჩანს, წონასწორობა ვერ შეინარჩუნეს და 18 მეტრი სიმაღლიდან გადავარდნენ. სტუდენტები წვეულებაზე გამოცდების ჩაბარებას აღნიშნავდნენ. ისინი 
ადგილზევე გარდაიცვალნენ. მიგელი მექსიკელი პოლიტიკოსის ვაჟია. როგორც თვითმხილველები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, ძლიერი დარტყმის ხმა გაიგონეს.

"მათ აივანზე სცადეს სექსი. ბიჭმა გოგონა ასწია და მოაჯირზე შემოსვა. მოულოდნელად დავინახე, რომ გადმოცვივდნენ, ყველამ განწირული ყვირილი ავტეხეთ", - აცხადებს 32 წლის სამსონ ოგუნტაიო, რომელიც მეზობლად ცხოვრობს.

როგორც სამსონი ამბობს, მაშინვე შემთხვევის ადგილზე გაიქცა, თუმცა, ორივე უკვე გარდაცვლილი იყო.

ბრაზილიაში მეძავების მატჩი გაიმართა

ბრაზილიელმა მეძავებმა ევანგელისტურ-ქრისტიანული საზოგადოების წევრებთან ერთად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ფეხბურთი ითამაშეს. მეძავების საფეხბურთო გუნდი ქალაქ ბელუ-ორიზონტში ადგილობრივ საუნივერსიტეტო გუნდს დაუპირისპირდა. 

მატჩი სექსუალური მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების მხარდასაჭერად იყო ორგანიზაბული. მეძავების გუნდმა სახელად "შიშველი" დაირქვა, თუმცა ტრადიციული ბრაზილიური ნაკრების 
საფეხბურთო ფორმებით ითამაშეს. 

"წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. არ უნდა განგვასხვაონ სხვა დანარჩენი მოქალაქეებისგან მხოლოდ იმიტომ, რომ სექსმომსახურების სფეროში ვსაქმიანობთ", - განაცხადა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, პატრიცია ბონგესმა. 

ბრაზილიელი მეძავები დიდი ხანია დისკრიმინაციაზე საუბრობენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, იგივე დამოკიდებულება იქონიოს მათი პროფესიის მიმართ, როგორიც სხვების მიმართ აქვს. 

ბრაზილიელი მეძავები დიდი ხანია მათთვის საპენსიო პროგრამის ამოქმედებას ითხოვენ. 


მე ჩავაბარებ, მზად ვარ, 4 დღე და მორჩა, ვსიო" - რატომ მოიკლა თავი მე-12 კლასელმა გოგონამ?

20 მაისს, თბილისში, ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონში, დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე საშინელი შეკივლების ხმა გაისმა. იმის მიუხედავად, რომ კოკისპირულად წვიმდა, კორპუსის მაცხოვრებლები გარეთ გაცვივდნენ და შემზარავი სურათის თვითმხილველები გახდნენ. მათ კორპუსთან ახალგაზრდა გოგონა პირქვე დამხობილი, უსიცოცხლოდ ეგდო. პირაღმა გადმოაბრუნეს, ვარდნისგან სახე იმდენად დასახიჩრებული ჰქონდა, ამოცნობა გაუჭირდათ, მერეღა მიხვდნენ, რომ გოგონა მათი მეზობელი, 17 წლის მირანდა მშვენიერაძე იყო.

მირანდა პირველ სართულზე ცხოვრობდა დედასთან, ძმასთან და რძალთან ერთად. მამა გარდაცვლილი ჰყავს. დედა შვილს მზრუნველობას არ აკლებდა. იმ საბედისწერო დღეს მირანდა დედას სკოლაში ეგონა . მე-12 კლასში სწავლობდა, გამოცდებისთვის ემზადებოდა და რამდენიმე დღეში მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა. "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე 20 მაისს ასეთი წარწერაც დატოვა: "მე ჩავაბარებ, მზად ვარ, 4 დღე და მორჩა, ვსიო".

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული, თუმცა გამოძიებას ჯერ მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა შეყვარებულთან ნაჩხუბარი იყო, თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ მის ახლობლებს. მირანდას შეყვარებული გამოძიებამ უკვე დაკითხა. იგი დაკრძალვაზეც იყო, როგორც ამბობენ, მომხდარს ძალიან განიცდის და ორჯერ გულიც წაუვიდა.

გოგონას დედამ უმძიმესი სტრესის გამო ჩვენთან საუბარი ვერ შეძლო, ამიტომ მისი კლასის დამრიგებელს, ქალბატონ ლილიანა გიორგობიანს ვესაუბრეთ.

- იმ დღეს პრეტესტი ჰქონდათ ბავშვებს და სკოლაში უნდა მოსულიყო მირანდა. "მე ჩავაბარებ", ეს სტატუსი დადო ფეისბუკის გვერდზე და სახლიდან გამოვიდა.

მეხუთე კლასიდან ვიყავი მათი დამრიგებელი. სულ ჩემს ხელში გაიზარდა. ყველაფერი გულთან მიჰქონდა, ემოციური ბავშვი იყო, ძალიან მოკედლებული იყო ჩემზე, სულ მეხუტებოდა და მოფერებით კატას ვეძახდი. არ დამავიწყდება, როგორი ბედნიერი იყო ბოლო ზარზე. მასწ, თქვენ ჩემს მაისურზე არ დაგიწერიათო, მოვიდა ღიმილით და მეც წარწერა გავუკეთე. მთელ გვერდზე დამიწერია ჩემი მისდამი სურვილები.

ბავშვები ძალიან განიცდიან მომხდარს და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 
ბანკეტი არ გადაეხადათ. ისე, ყველანი ემზადებოდნენ ამ დღისთვის, სამოსი ნაყიდი ჰქონდათ. მირანდასაც შერჩეული ჰქონდა კაბა. ამბობდა, გრძელი ლურჯი კაბა უნდა ჩავიცვაო. გრძელი თმები მომბეზრდა და ლამაზი ვარცხნილობა უნდა გავიკეთოო.

-როგორც ვიცი საატესტატო გამოცდები არ ჰქონდა ჩაბარებული, გამოცდების ხომ არ ეშინოდა?

- არ ჰქონდა იმის პრობლემა, რომ ატესტატი აეღო. იმის საშუალება ოჯახს არ ჰქონდა, რომ რეპეტიტორებთან ევლო, მაგრამ შრომისმოყვარე ბავშვი იყო და მშვენივრად სწავლობდა. დედამისმა მარტო გაზარდა და არაფერს აკლებდა. სიდუხჭირის მიუხედავად, არც საბანკეტო კაბის პრობლემა ჰქონდა და არც არაფრის. 

საარჩევნო უბანზე მისულ ალექსანდრე ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა

გურამიშვილის გამზირზე მდებარე N42 საარჩევნო უბანზე მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა, რის გამოც, მან საკუთარი არჩევანი 1 საათით გვიან დააფიქსირა.
ჭიკაიძეს არჩევანი 10.30 წუთზე უნდა დაეფიქსირებინა, თუმცა აღნიშნული ფაქტის გამო, არჩევანი მან 11.30 საათზე დააფიქსირა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე ალექსანდრე ჭიკაიძემ ღიმილით უპასუხა.

მაილი საირუსმა სელფშოთი ტანსაცმლის გარეშე გადაიღო

მაილი საირუსმა სელფშოთი ტანსაცმლის გარეშე გადაიღო


Saturday, June 14, 2014

3 ყველაზე სექსუალური ფეხბურთელი Fifa-ს მიხედვით 2014

11 ყველაზე სექსუალური ფეხბურთელი Fifa-ს მიხედვით 2014
1.კრისტიანო რონალდო 

2.ხერარდ პიკე
3.კლაუდიო მარკიზიო 

„ჩემი ცოლის დაქალებზე“ მომუშავე გუნდი პოლიციამ ნარკოლოგიურში გადაიყვანა (ვიდეო)

სოციალურ ქსელ „facebook“-ზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2 ივნისის აქციის 16 მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო სახლში გამართულ „ივენთზე“ აიყვანა და ნარკოლოგიურში შესამოწმებლად გადაიყვანა.
2 ივნისის მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა. როგორც „ნეტგაზეთთან“ საუბარში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი  ლექსო მაჭავარიანი აცხადებდა, დაახლოებით 17:30 საათზე პოლიციის მიერ აყვანილი პირები ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან პოლიციის მანქანებში ჰყავდათ და ელოდებოდნენ შემოწმებაზე გადაყვანას.
„არავინ ჰყავთ ნარკოლოგიურში შეყვანილი, პოლიციის მანქანებში ჰყავთ, აქ არის დაახლოებით 16-მდე გოგონა და ბიჭი, ახალგაზრდები არიან ყველანი, ძირითადად სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებზე“ მომუშავე გუნდია. ჰქონდათ ფართი და კერძო საკუთრებაში შევიდა პოლიცია“, - განუცხადა ლექსო მაჭავარიანმა გამოცემას.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაც აყვანისას პირებს პოლიციამ განუმარტა არის ის, რომ ეჭვი არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე.  "ნეტგაზეთი" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გაერკვია რის საფუძველზე მოხდა კერძო საკუთრებაში შესვლა და 16 პირის ნარკოლოგიურში გადაყვანა, პასუხი მიღებისთანავე "ნეტგაზეთი" ინფორმაციას განაახლებს.

კიმ კარდაშიანმა სახლში სპეციალური ოთახი მოაწყო დუნდულების ტრენაჟორებისთვის

კიმ კარდაშიანმა სახლში სპეციალური ოთახი მოაწყო დუნდულების ტრენაჟორებისთვის

როგორ გამოიყურება ,,მის რუსეთის მკერდი” 2014?

იულია ალიპოვა – ფიზიკა-მათემარიკის ლიცეუმის მოსწავლე, ორ უმაღლესდამთავრებული და წარმატებული მოდელი. მან 2014 წლის მარტში ,,მის რუსეთის” ტიტულიც მოიპოვა და ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მოდელი გახდა. იგი გამოირჩევა მკერდის სიდიდით.

ვინ ჩაანაცვლა რატი დურგლიშვილი დუეტ ჯორჯიაში?

Duet Georgia-ს წევრი მაკა ზამბახიძე შვილთან, სალომე ჩიტაძესთან ერთად ამღერდა, მათი პირველი კლიპის პრეზენტაცია თოქშოუ პროფილში მოეწყო.

Friday, June 13, 2014

შუმახერის გარდაცვალება ბოროტი ჭორი იყო მაგრამ...

ცნობილი მრბოლელი მიხეილ სუმახერი გრენბლინის კლინიკის სპეციალურ სარეაბილიტაციო განყოფილებასი გადაიყვანეს. ექიმები მას პროცედურებისთვის ამზადებენ და სპორტსმენის კომიდან გამოსვლის იმედებს იძლევიან.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ ბოროტი ჭორი იყო.
შეგახსენებთ რომ მიხეილ შუმახერმა თავის ტვინის ტრამვა 2013 წლის 29 დეკემბერს საფრანგეთის ალპებში სრიალისას მიიღო, მას შემდეგ ის კომაშია.